ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

საინფორმაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამების შესახებ

30 ივლისი, 2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინირებით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთათვის მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით სამ დღიანი საინფორმაციო შეხვედრები შეეხებოდა პროგრამებს რომელსაც სოფლის მეურნეობისა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობას ჰქონდა საშუალება მიეღო კომპეტენტური პასუხები აღნიშნული სამინისტროების წარმომადგენლებისგან. შეხვედრას ესწრებოდა კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ბენო გეგეჭკორი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისმოადგილე გივი ზაუტაშვილი, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის თანამშრომლები.

გააზიარე