ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტიციური დიალოგი

30 ივლისი, 2018

8 და 9 ივლისს ყვარლის მუნიციპალიტეტში პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას ორგანიზებით, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის II ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა, მუნიციპალიტეტში სახელმწიფო შიდა ფინანსების კონტროლის რეფორმაზე იმსჯელეს. მიმოიხილეს თვითმმართველობებზე უფლებამოსილებების გადაცემა სასკოლო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, რომელის ძალაში შესვლის პროცესი უკვე დაწყებულია. საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდული პოლიტიკის წარმოებას, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალური ქონების საკითხების დეცენტრალიზაციის რეფორმას.  ზაზა გაბუნიას თქმით, ფორუმის მიზანია, თვითმმართველობის სისტემა იყოს უფრო ეფექტური, დაისახოს სამომავლო მიზნები და განისაზღვროს შესასრულებელი ამოცანები. ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ქევხიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილემ ვანო მამულაშვილმა, მერის მოადგილემ გივი ზაუტაშვილმა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი გოქსაძემ. ფორუმს ესწრებოდნენ და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: პარლამენტის წევრებმა, მუნიციპალიტეტების საკრებულოების თავმჯდომარემ და სამინისტროების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს თვითმმართველობებში რეფორმის კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და ხედვებზე. ფორუმის  გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP), ეროვნულ-დემოკრატიული ინტიტუტის (NDI), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და World Vision -ხელშეწყობით გაიმართა, შვეიცარიის, ავსტრიისა და დანიის მთავრობების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური ხელშეწყობით.

გააზიარე