შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სოფლების - შოროხის, ჩანტლისყურისა და თივის მოსახლეობას შეხვდა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლების - შოროხის, ჩანტლისყურისა და თივის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის მიზანი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო პროგრამებისა და სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრმა ადგილობრივებს, 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები გააცნო. ასევე, მოსახლეობისგან არსებული საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე იმსჯელა.
შეხვედრას, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.