შეხვედრა სახალხო დამცველთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლებთან
სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა საბჭომ, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის კუთხით სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობა და მონიტორინგი.
აღნიშნულ შეხვედრას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023