სოფელ ჭიკაანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, სოფელ ჭიკაანში ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასთან მისასვლელი გზის მოასფალტების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. დაიგო პროექტის მიხედვით გათვალისწინებული 1780 გრძივი მეტრი ორფენოვანი ასფალტი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 559 900 ლარი შეადგინა.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023