სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა სოფლების - მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან
დღეს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა მთისძირის, ბალღოჯიანისა და ახალსოფლის მოსახლეობასთან.
სოფელ მთისძირისა და სოფელ ბალღოჯიანის მოსახლეობამ, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, პრიორიტეტად მიიჩნია სკვერების, ხოლო ახალსოფლის მოსახლეობამ კი, გარე განათების სისტემისა და სანიაღვრე არხის მოწყობა.
მოსახლეობასთან შეხვედრებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მერის პირველი მოადგილე ზურაბ ნემსაძე, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, მთისძირი-ბალღოჯიანის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ კაპანაძე, ახალსოფლის თემის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ასისტიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023
#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023