ცხელი ხაზი : (+995) 599 157 471

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სოფლების - ალმატის, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

10 თებერვალი, 2023

 

ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

დღეს, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან და საკრებულოს მარჟორიტარ წევრთან ერთად, სოფლების - ალმატის, შაქრიანისა და გრძელიჭალის მოსახლეობას შეხვდნენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების მიზნით, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის 326 000 ლარი გამოიყო.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრებზე შემდეგი პრიორიტეტები განისაზღვრა:

 

  • სოფელი ალმატი - სარწყავი სისტემის (არხის) რეაბილიტაცია;
  • სოფელი შაქრიანი - გარე განათების მოწყობა;
  • სოფელი გრძელიჭალა - სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობა.

 

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად ხორციელდება, რომელიც მოსახლეობასა და თვითმმართველობის ორგანოთა შორის ურთიერთობის გაუმჯობესებასა და სოფლად არსებული პრობლემების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

 

#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა2023

 

გააზიარე