თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
დღეს, თელავის-ახმეტის-ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან, გივი ზაუტაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე, ილია მზექალაშვილთან ერთად, სამსახურის ხელმძღვანელებს, მერის წარმომადგენლებსა და საკრებულოს წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე საკითხები, არსებული საჭიროებები და გამოწვევები. საუბარი ასევე შეეხო დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს.
ასევე, ირაკლი ქადაგიშვილმა შეხვედრა გამართა ადგილობრივ მოსახლეობასთან, გაეცნო მათ საჭიროებებს და დახმარება აღუთქვა.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023