ტურნირი მინი ფეხბურთში
დღეს, ყვარლის სასპორტო სკოლის დარბაზში გაიმართა ტურნირი მინი ფეხბურთში, რომელიც ფეხბურთელ დავით გვენცაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ტურნირში მონაწილეობას ოთხი გუნდი იღებდა. I ადგილი დაიკავა გუნდმა „იანგ ბოისი“, ხოლო II ადგილი - გუნდმა „ჯანო და მასხარები“.
შეჯიბრს ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის მოადგილე გიორგი ქოქიაშვილი, სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა.
#ყვარლისმუნიციპალიტეტი2023