ცხელი ხაზი : (0 352) 22 12 01

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით

10 აგვისტო, 2018

ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით, ილიას ტბაზე, 11 აგვისტოს 18:00სთ-ზე იწყება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული სპორტული კვირეული, რომლის ფარგლებში მოეწყობა შეჯიბრი შემდეგ სახეობებში: სირბილში
მინი ფეხბურთში, ფრენბურთში, ნარდსა, დომინოში.
 შაბათს სპორტული კვირეული დაიწყება სირბილში და მინი ფეხბურთში შეჯიბრით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ყვარლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეები და მერიის თანამშრომლები. საღამო დასრულდება კონცერტით ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით.

გააზიარე